აჯაფსანდალი რომ მეორე დღეს უფრო გემრიელი იყოს - საიდუმლო რეცეპტი
აჯაფსანდალი რომ მეორე დღეს უფრო გემრიელი იყოს - საიდუმლო რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

თითქოს ყველამ იცის ამ ტრადიციული კერძის მომზადება, თუმცა თუკი აჯაფსანდალს ამ წესით მოამზადებთ, ის მეორე დღეს განსაკუთრებით გემრიელი იქნება. დიახ, არა პირველ დღეს, არამედ მეორე.
 

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • პომიდორი - 500 გ
  • ბულგარული წიწაკა - 500 გ
  • ხახვი - 250 გ
  • სტაფილო - 250 გ
  • მწარე წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
  • ნიორი - 1 თავი
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - თითო კონა
  • ხმელი სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

დაჭერით ბადრიჯანი 1X1 სმ კუბიკებად. დაამარილეთ და გააჩერეთ 30 წუთი.

შემდეგ გარეცხეთ და გაწურეთ.

შეწვით ბადრიჯანი ზეთიან ტაფაზე. შემდეგ კი გადმოიღეთ ჯამში.

შემდეგ მოხრაკეთ ხახვი შევარდისფრებამდე.

დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და საშუალო კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

ხრაკეთ 10-12 წუთის განმავლობაში.

ახლა გაფცქვენით პომიდორი (კანს მარტივად მოაცლით, თუკი გადაავლებთ მდუღარე წყალს).

დაჭერით პომიდორი და შეურიეთ დაჭრილი ნიორი. შემწვარი ბადრიჯანი დააყარეთ მოხრაკულ ხახვსა და ბულგარულ, სტაფილოს, მოასხით პომიდვრის მასა და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ ქვაბში, მოაყარეთ სუნელები, მარილი და პილპილი.

კვლავ შუშეთ 10-12 წუთი და გამორთეთ. გააჩერეთ აჯაფსანდალი თავდახურულ ქავაბში 30 წუთი.
 

ტეგები:
ბადრიჯანი აჯაფსანდალი ნანახია: 117657