მომზადების წესი:ვიწყებთ ბისკვიტით: ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კარატი და კვლავ კარგად აურიეთ. ჩაყარეთ შაქარი და კიდევ აურიეთ. კვერცხი ათვიქფეთ და დაუმატეთ ნელ-ნელა ძირითად მასას.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. გადაიტანეთ ცომი და მოასწორეთ.შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.გამომცხვარი ტორტი გააცივეთ. პატარა ჯამის მეშვეობით ტორტიდან ამოჭერით წრე და გადადეთ გვერდზე.ჯამში ჩააფინეთ საკვები ცელოფანი. დარჩენილი ბისკვიტისგან გამოჭერით სამკუთხედები და ჩაალაგეთ ჯამში ისე, რომ გაიმეოროთ ჯამის კიდეების ფორმა.მოამზადეთ კრემი:დააქუცმაცეთ ნუში და შოკოლადი ბლენდერის მეშვეობით. ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს დაფქვნილი ნუში და კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ დაქუცმაცებული შოკოლადი და ალუბალი (თუ გაყინული გაქვთ, წუნასწარ გაალღვეთ და საწურზე დაწურეთ).გადაიტენეთ კრემი ჯამში, სადაც ბისკვიტის ნაჭრები გაქვთ მოთავსებული, ზემოდან დააფარეთ ბისკვიტისგან ამოჭრილი წრე და შედგით მაცივარში 6-8 საათით. სუფრასთან მიტანის წინ ამოატრიალეთ ჯამი და უკუღმა მხრიდან დადეთ ტორტი. მორთეთ თქვენი გემოვნებით.