ლობიო მოვხარშოთ ლორთან ერთად, შემდეგ გადავწუროთ, ლობიოს სურვილისამებრ გავაცალოთ კანი (შეგვიძლია გამოვიყენოთ კანიანადაც), დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ლორი და შევაზაოთ მარილითა და პილპილით. მომზადებული გულსართი კარგად ჩავზილოთ. 2 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი და დავასხათ თბილი წყალი. მასას დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და ზეთი. მოვზილოთ ნაზი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ცომი დავყოთ 5 ნაწილად, გადავანაწილოთ გულსართი და გამოვაცხოთ ხაჭაპურივით. გამომცხვარ ლობიანებს ზემოდან წავუსვათ ლორის პატარა ქინიანი ნაჭერი. lobiani with ham how to bake georgian bean bread