მომზადების წესი:კვერცხი გავაცალკევოთ ცილის და გულისაგან. ცილას მოვაყაროთ ცოტა მარილი და ავთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე. დავუმატოთ შაქრი, როდესაც შაქარი ბოლომდე გაიხსნება დავუმატოთ გულები. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებული და ნაზად ამოვურიოთ. ბისკვიტი ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წთ.მოვამზადოთ კრემი _ ავურიოთ ერთმანეთში შაქარი და ფქვილი, დავასხათ ცივი რძე და გავხსნათ კარგად, შემდეგ უკვე დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით ვხარშოთ ადუღებიდან 3-5 წთ. ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და დავუმატოთ ვანილი. კრემი გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე.მეორე კრემი - დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა ვუმატოთ შესქელებული რძე. მივიღებთ ფაფუკ, ჰაეროვან კრემს, რომელსაც უნდა დავუმატოთ ვანილი და სასურველი ფერის საკვები საღებავი.ბისკვიტი გავჭრათ ორ ტოლ ნაწილად. დავნამოთ სიროფით.დავადოთ მოხარშული კრემი და მოვუწყოთ თხლად დაჭრილი ხილი. ამ ყველაფერს ვიმეორებთ ორ ფენა ბისკვიტზე. ზემოდან ვრთავთ შესქელებული რძის ცივი კრემით.