მომზადების წესი:ერთმანეთს შევურიოთ შაქარი, სოდა, მარილი და ფქვილი. დავუმატოთ კარაქი და ავსრისოთ. შემდეგ დავუმატოთ ხაჭო და კვერცხი. მიღებული ცომი გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათი.ვაშლი დავჭრათ კუბებად. მოვასხათ ლიმონის წვენი. შევურიოთ გარეცხილი, გამშრალი ქიშმიში. დავუმატოთ შაქარი და დარიჩინი, ავურიოთ. შემდეგ დავუმატოთ სახამებელი და კიდევ კარგად ავურიოთ.გაცივებული ცომი ორად გავყოთ და გავაბრტყელოთ. შუაში დავადოთ ვაშლის გულსართი და გადავკეცოთ ცომის ნაპირები. მიღებულ რულეტს გადავუსვათ კვერცხი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ დაიბრაწება _ 30 წუთი დაახლოებით.მზა რულეტებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.