ხაჭოს მობრაწულა ვაშლებით
ხაჭოს მობრაწულა ვაშლებით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ვაშლის ჩიზქეიქი ანუ ხაჭოს მობრაწულა უმარტივესი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 250 გ
  • 2 ც კვერცხი
  • არაჟანი - 0,5 ჭიქა
  • კარაქი - 50 გ
  • მწიკვი მარილი
  • ვაშლი - 2 ცალი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • დარიჩინი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გარეცხეთ, გაფცქვენი და დაჭერით ვაშლი კუბიკებად. ჩხელ ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაყარეთ ვაშლი და მოაყარეთ 1 ს/კ შაქარი და დარიჩინი. დაბრაწეთ ვაშლი ტაფაზე.

ხაჭო, კვერცხი და 3 ს/კ შაქარი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ არაჟანი, მწიკვი მარილი, ფქვილი და კარგად აურიეთ.

გამოსაცხობ ფორმაში გადაიტანეთ დაბრაწული ვაშლი, ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს მასა.

შეგიძლიათ ზემოდან ვაშლის ნაჭრებით მორთოთ. აცხვეთ ღვეზელი 200 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.

ტეგები:
ვაშლი ხაჭო ჩიზქეიქი ნანახია: 7399