დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
"სიგარა ბიოროკი" –ცნობილი თურქული ტკბილეულია. ხრაშუნა პატარა რულეტები სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
- სომხური ლავაში - 1,5 ცალი
- ხაჭო - 450 გ
- კვერცხი - 3 ცალი
- კამა - 1 კონა
- მარილი
- ნიორი - 1 კბილი
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
გულსართი: ხაჭოს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და კვერცხის გული (1 კვერცხის გული 150 გ ხაჭოზე). სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი კბილი ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაჭერით ლავაში სამკუთხედებად. ფართე მხარეს დაადეთ 1 ს/კ გულსართი. მოორე ბოლოს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის ცილა და დაახვიეთ მილისებურად. მომზადებული მილები შეწვით გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან.