კარტოფილი ფრი ნივრიანი სოუსით, ყველითა და წითელი წიწაკით
კარტოფილი ფრი ნივრიანი სოუსით, ყველითა და წითელი წიწაკით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 4 ცალი, მოზრდილი
  • ზეთი შესაწვავად
  • სანელებლები:
  • პარმეზანი, გახეხილი - 1/4 ჭიქა
  • მწარე წითელი წიწაკა - მსხვილად დაფქული, 1 ჩ/კ
  • დაჭრილი ოხრახუში - 1/2 ჩ/კ
  • ნივრის სოუსი:
  • ნიორი - 3 კბილი
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • დიჟონის მდოგვი - 1 ჩ/კ
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • დაფქვილი წითელი წიწაკა - მწიკვი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაახურეთ ზეთი 160 გრადუსამდე ფრიტიურში ან ღრმა ტაფაში. ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ მთლიანად დაფაროს კარტოფილი.

ყველა სანელებელი შეურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ რამდენიმე ხნით.

მოამზადეთ ნივრის ზეთი:


დაჭყლიტეთ ნიორი, მოაყარეთ მარილი და დანით გაქენით ნიორი პასტსავით. გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ კვერცხის გული და მდოგვი. კარგად აურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ზეთი და ურიეთ კრემის კონსისტენციის მიღებამდე.

დაჭერით კარტოფილი ჩხირებად. გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
შეწვით კარტოფილი პატარ-პატარა ულუფებად გახურებულ ზეთში, 4 წუთის განმავლობაში.

გადაიტადნეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი. მოუმატეთ ცეცხლში და კვლავ ჩაყარეთ კარტოფილი, ახლა უკვე კარგად დაბრაწეთ.

გამოიღეთ ზეთიდან და კვლავ დაყარეთ ქაღლდის ხელსახოცზე. მოაყარეთ ცხელ-ცხელს მარილი, მომზადებული სანლებლები ყველით და წითელი წიწაკით. სუფრასთან მიიტანეთ ნივრის სოუსით.