მომზადების წესი:დაასხით კურაგას ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, რათა გაფუვდეს.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ არაჟანი, შემდეგ კი ფქვილი და გამაფხვიერებელი.გაწურეთ და დაჭერით კურაგა, დაუმატეთ ცომს.კექსის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.აცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით, ან ას ანტის ღერით. გამომცხვარ და გაგრილებულ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.