ბლინის ტომრები ქათმის სალათის გულსართით
+ N/A
ბლინის ტომრები ქათმის სალათის გულსართით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბლინებისთვის:
  • რძე - 3 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი
  • გულსართისთვის:
  • ნაღები
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
  • გასაფორმებლად შებოლილი დაწნული ყველი ან მწვანე ხახვის ფოჩი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. კვერცხი და რძე ათქვიფეთ ერთად. დაუმატეთ გამდნარი კარაქი.

2. ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი, თან ურიეთ.

3. დაუმატეთ შაქარი და მარილი.

4. გამოაცხვეთ ბლინები ცხელ, ზეთწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

5. გულსართისთვის: მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთი, დაუმატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და ხრაკეთ ხორცის დარბილებამდე.

6. მოასხით ფილეს ნაღები (იმდენი, რომ ხორცი ოდნავ დაფაროს) და შუშეთ დაბალ ცეცხლზე.

7. თითოეული ბლინის ფენის შუაგულში მოათავსეთ ქათმის ფილეს გულსართი.

8. მოუკარით ბლინებს თავი ტომარასათვის და შეკარით შებოლილი დაწნული ყველით ან მწვანე ხახვის ფოჩით.

ტეგები:
ბლინი ქათმის სალათა ნანახია: 11400