მომზადების წესი:შეათბეთ ნახევარი რძე, გახსენით მასში საფუარი და ერთი კოვზი შაქარი, შეათბეთ მეორე ნახევარი რძე და გაადნეთ მასში 30 გ კარაქი, მეორე კოვზი შაქარი, დაუმატეთ ერთი კვერცხი და ათქვიფეთ. გაცერით ფქვილი ცალკე ჯამში და დაუმატეთ მარილი, გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით რძისა და კვერცხის მასა, დაიწყეთ ცომის მოზელვა. დაუმატეთ საფუვრიანი რძე და გააგრძელეთ, მოზილეთ ელასტიკური ცომი. შეფუთეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და დადგით თბილ ადგილას 1,5-2 საათით, სანამ არ გაფუვდება. როცა ცომი გაფუვდება, გადმოიღეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გაყავით ცომი 3 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული 20X40 სმ სისქის სწორკუთხედად. დაჭერით ცომი 5 სმ-ს სიგანის სწორკუთხედებად. წაუსვით თითოეულ ნაჭერს გამდნარი კარაქი და დაახვიეთ რულეტებად. დააფინეთ ღუმელის ტაფას პერგამენტი და დაალაგეთ რულეტები არც ისე მჭიდროდ. გააჩერეთ ასე 30 წუთი, შემდეგ წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით. გააგრილეთ ორცხობილები ტაფაზევე, გადააფარეთ ჩაის ტილო, რათა ფუნთუშები უფრო ჩარბილდეს.