ღუმელში მომზადებული კარტოფილი სოკოთი და პომიდვრით
ღუმელში მომზადებული კარტოფილი სოკოთი და პომიდვრით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
შესანიშნავი კერძი ოჯახური ვახშმისთვის.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ქამა სოკო - 300 გ
  • პამიდორი ჩერი - 8 ცალი
  • წვრილად დაჭრილი ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • კამა - 1 კონა
  • ზღვის მარილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაფცქვენით და დაჭერით მრგვლად კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და ცხარე წიწაკა, აურიეთ.

გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით კარტოფილი მაღალ ცეცხლზე, დროდადრო ამოურიეთ. ძალიან არ შეწვათ.

გადაიტანეთ შემწვარი კარტოფილი ცეცხლგამძლე ფორმაში.

ზეთიან ტაფაზე მოხრაკეთ ხახვი, დაჭრილი ნიორი და სოკო.

პომიდვრები გაჭერით შუაზე და დაუმატეთ სოკოსა და ხახვს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, ასევე დაჭრილი კამა.

როგორც კი ბოსტნეული წვენს გამოუშვებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გაანაწილეთ კარტოფილზე. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი.
ტეგები:
კარტოფილი სოკო პომიდორი ნანახია: 8836