მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შოკოლადის ტორტი
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შოკოლადის ტორტი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 300 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 2/3 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შოკოლადის ჩიფსი/დრაჟე - 150 გ
  • ცუკატები - 1/2 ჭიქა
  • ვანილი - მწიკვი
  • მინანქრისთვის :
  • შოკოლადი - 120 გ
  • კარაქი - 50 გ
  • თაფლი - 4 ჩ/კ
  • 1 ფორთოხლის წვენი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

გაადნეთ შავი შოკოლადი კარაქათან ერთად და ცოტა გააგრილეთ. დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი და ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

დაუმატეთ შოკოლადის დრაჟე და ცუკატები. გადაიტანეთ შოკოლადის ცომი პერგამენტჩაფენილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

მინანქრისთვის: გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ თაფლი და ფორთოხლის წვენი. ცოტათი გააგრილეთ, მოასხით გამომცხვარ და გაცივებულ შოკოლადის ტორტს და შედგით მაცივარში. როცა მინანქარი გამაგრდება, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და ზემოდან მორთეთ ცუკატებით.
 

ტეგები:
ტორტი შოკოლადი ცუკატები ნანახია: 28631