ქოთანში გამომცხვარი მინი-ბლინები ხაჭოს გულსართით და არაჟნის სოუსით
ქოთანში გამომცხვარი მინი-ბლინები ხაჭოს გულსართით და არაჟნის სოუსით
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
ამ ბლინების მთელი მომხიბვლელობა მის ფორმაშია, ფაქტობრივად 1-2 ლუკმაში იჭმება და რაც მთავარია, უგემრიელესი და უნაზესია. შესანიშნავი იდეაა ყველიერის კვირისთვის.

ინგრედიენტები

  • ბლინებისთვის:
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • რძე - 1 ჭიქა
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 50 გ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • გულსართისთვის:
  • ხაჭო - 500 გ
  • ვანილი 1 შეკვრა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 100 გ
  • არაჟნის მოსასხმელი:
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • მიხაკი - 2 ს/კ
  • შაქარი - 50 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ბლინები:
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
ხელის ზამბარით ან მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ რძე და კეფირი, კვლავ ათქვიფეთ. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი, შეურიეთ კვერცხის მასას და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 15 წუთი.
შეწვით ბლინები ტაფაზე, რომელსაც მხოლოდ თავიდან წაუსვამთ სულ ცოტაოდენ ზეთს.
გულსართი: ხაჭო, კვერცხი, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
არაჟნის სოუსი: მაღალპროცენტიანი არაჟანი, მიხაკი და შაქარი ათქვიფეთ კარგად.
გამომცხვარი ბლინები გაჭერით 4 წამკუთხედად, ფართე მხარეს დაადეთ დაახლოებით 1 ჩ/კ ხაჭოს გულსართი და გაახვიეთ, როგორც ტოლმა.
ჩაალაგეთ კარაქწასმულ ქოთანში გადახვეული ბლინები და თითოეულ ბლინის ფენას წაუსვით არაჟნის სოუსი.
აავსეთ პირამდე ქოთანი, ბოლო ფენასაც წაუსვით არაჟნის სოუსი, გადააფარეთ ფოლგა და შედგით 100 გ გახურებულ ღუმელში 1,5-2 საათით, ან 150 გ გახურებულ ღუმელში 1 საათით.
მთავარია, არ გამოაშროთ ბლინები ძალიან. მიირთვით ცხელ-ცხელი.

ტეგები:
ხაჭო არაჟანი ბლინები ქოთანი ნანახია: 5503