ქათმის ბარკლები ჩავყაროთ წყალში 30 წუთით. ხელით ფრთხილად გავაცალოთ კანი ისე, რომ არ დავაზიანოთ. კანგაცლილი ბარკლები მოვხარშოთ, ხორცი გავაცალოთ და წვრილად დავკეპოთ. წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ და გადავიტანოთ ხორცთან ერთად. გავუწყოთ მარილი და პილპილი.ბარკლის კანში ჩავტენოთ გულსართი და შევკრათ ხის ჩხირებით. მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან. სუფრასთან მივიტანოთ შემწვარ ბროკოლისთან ერთად.