მომზადების წესი:მოხარშეთ კვერცხი მაგრად და დაასხით ცივი წყალი.გარეცხეთ და დაჭერით მწვანე ლობიო. მოხარშეთ ლობიო მარილწყალში და გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი.გაახურეთ ტაფა, გაადნეთ მასზე 1 სუფრის კოვზი კარაქი საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ მწვანე ლობიო, ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.გადაიტანეთ მოხრაკული ლობიო სასალათეში, ჩაჭყლიტეთ ნიორი.გაფცქვენით კვერცხი, დაჭერით და დაუმატეთ ლობიო.მოაყარეთ გემოვნებით მარილი, მოასხით მაიონეზი და ამოურიეთ.