კაკაოს მაფინები შოკოლადის ნატეხებით
კაკაოს მაფინები შოკოლადის ნატეხებით
დრო 25წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 60 გ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • შოკოლადი - 100 გ
  • რძე - 50 მლ
  • ფქვილი - 120 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კარაქი - 70 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გ;

ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, შოკოლადი (30 გ), კაკაო და რძე. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.

როცა მასა გაგრილდება, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.

დაუმატეთ ფქვილი და გამარხვიერებელი, აურიეთ.

დარჩენილი შოკოლადი დაამტვრიეთ პატარა ნაწილებად.

კექსის პატარა ფორმები გაავსეთ ცომით 2/3-ით, ჩადეთ თითოეულში შოკოლადის ნაჭრები.
აცხვეთ 25 წუთი.


ტეგები:
მაფინი შოკოლადი ნანახია: 7069