მომზადების წესი:1. პატარა ქილაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, დაჭრილი ან დანაყული ნიორი, მარილი, პილპილი და ორეგანო. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირიოს.2. დიდ ჯამში ჩაყარეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, მრგვლად დაჭრილი კიტრი, თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილ ჩხირებად დაჭრილი წიწაკა, კუბიკებად დაჭრილი ფეტა და ზეთისხილი.3. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ზეთის სანელებლი, ფრთხილად ამოურიეთ და მოაყარეთ შავი პილპილი.