სოკო ტარხუნით
სოკო ტარხუნით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 100 გ
  • ქამა სოკო - 300 გ
  • ტარხუნა - 60 გ
  • ოხრახუში და ქინძი - თითო კონა
  • კარაქი - 20 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - 15 გ
  • შავი პილპილის მარცვალი - 4-5 ცალი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • ნიახურისა და ოხრახუშის ძირები
  • დაფქული ძირა - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქამა სოკო მოწალეთ ადუღებულ წყალში, სადაც წინასწარ ჩაყრით შავი პილპილის მარცვალს, დაფნის ფოთოლსა და მარილს) და მწვანილს (ნიახურის და ოხრახუშის ძირებს)
ამოიღეთ სოკო ნახარშიდან, გაჭერით შუაზე და მოხრაკეთ ზეთმოსხმულ ტაფაზე.

დაჭერით ხახვი წვრილად და მოხრაკეთ კარაქში, მოაყარეთ მარილი.

ტარხუნა გაარჩიეთ (მოაცილეთ ღერები) და დაჭერით ოხრახუშსა და ქინძთან ერთად.

შემწვარი სოკო, დაჭრილი მწვანილი და მოხრაკული ხახვი აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ ძირა და შუშეთ კარაქში 10-15 წუთი.


ტეგები:
ტარხუნა სოკო ნანახია: 21418