პერგამენტის ქაღალდში გამომცხვარი თევზი
პერგამენტის ქაღალდში გამომცხვარი თევზი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 1 ს.კ
  • ლიმონი - 1
  • ნიორი - 3 კბილი
  • დაფნა - 4 ფოთოლი
  • საირა - 6
  • პილპილი - 1 ჩ.კ
  • მარილი
მომზადების წესები
თევზი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და შევაშროთ. თუნუქის ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ ნახევარი შემდეგ ზემოდაგ გადმოვაფინოთ და წავუსვათ ზეთი. ქაღალდზე დავაწყოთ მარილმოყრილი თევზები, დავაყაროთ პილპილი, დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთლები, დავაწუროთ ლიმონის წვენი და მოვაპკუროთ ზეთი, შემდეგ გადმოვაფაროთ ქაღალდი და გვერდები შევუკრათ. ფორმა შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

რჩევა

თევზს მუცელში შეგვიძლია ჩავუწყოთ ტარხუნის ან ქონდრის ტოტები, რაც მას უფრო არომატულს გახდის.


ტეგები:
თევზი ბოსტნეული ნანახია: 12417