ბარდის სამარხვო ღვეზელი
ბარდის სამარხვო ღვეზელი
დრო 3წთ
ულუფა 10
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
რჩევა:

ბარდის ღვეზელი შეგვიძლია ბარდის ნებისმიერი სახეობისგან მოვამზადოთ. ასევე შესაძლებელია დაკონსერვებული და კარგად გადაწურული ბარდის გამოყენებაც, თუმცა შინ მოხარშული მაინც უკეთესია. სანელებლები შეგვიძლია გემოვნებით შევარჩიოთ. გულსართს ორიგინალურ არომატს სძენს ცოტაოდენი ძირა.
ვინც არ მარხულობს ვურჩევთ, რომ ღვეზლის გულსართს ლორი დავუმატოთ. შეიძლება ეს ინგრედიენტი ორნაირად გამოვიყენოთ:
1. 100გ ლორი წვრილად დავჭრათ, მსუბუქად მოვშუშოთ გაცხელებულ ტაფაზე და ბარდის გულსართში ავურიოთ.
2. ცომზე დავფინოთ ლორის თხელი ნაჭრები, ზედ მოვათავსოთ ბარდის გულსართი (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) და გავახვიოთ ცომში.

ინგრედიენტები

  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი - 400-500 გ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • კარაქი (მარგარინი) - მცენარეული, კარგად დარბილებული, 100 გ
  • გულსართისთვის:
  • მოხარშული ბარდა - 600 გ
  • ხახვი - 3 თავი
  • ქინძი - ერთი დიდი კონა
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - მოსაშუშად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ შაქარი, საფუარი და 1 ჭიქა ფქვილი და ნელ-ნელა შევურიოთ დანარჩენი ფქვილი. ცომი მოვზილოთ ზეთიანი ხელებით და დავდგათ ასაფუებლად.
ცომი რომ აფუვდება, გავაბრტყელოთ და ნახევარი კარაქი წავუსვათ. დავკეცოთ კონვერტივით და კიდევ წავუსვათ კარაქი, გადავკეცოთ კიდევ ერთხელ და ცელოფანში გახვეული 2 საათით მოვათავსოთ მაცივარში.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. ბარდა კარგად ჩავზილოთ წვრილად აკეპილ ქინძთან, ნიორსა და მოშუშულ ხახვთან ერთად. დავუმატოთ მარილი და პილპილი.
ცომი სამ ნაწილად გავყოთ, გავაბრტყელოთ მოგრძო ფორმაზე, ჩავდოთ გულსართი და ხელით გავაბრტყელოთ. ღვეზლებს წავუსვათ ზეთი ან წყალი, ზემოდან დავჩხვლიტოთ და ისე გამოვაცხოთ 220-250 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთით.

ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)
ტეგები:
ღვეზელი სამარხვო ბარდა ნანახია: 3426