
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ასაკოვანი ქალბატონი, თინათინ ქველაძე გახლავთ. მან ხაჭაპურის მრავალი რეცეპტი იცის და ჩვენს მკითხველს ერთ, ორიგინალურ ვარიანტს სთავაზობს. ხაჭაპური ისევე გემრიელია ცივი, როგორც ცხელი. ამ ცომში შეგვიძლია სხვა სახის ღვეზლის მომზადებაც.
მომზადების წესი:
დარბილებული მარგარინი და 4 ჭიქა ფქვილი ერთად ავსრისოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ. შევურიოთ მაწონი, სოდა ძმრით და მოვზილოთ ფქვილიანი ხელებით.
მივიღებთ ნაზ ცომს.
ცომი გავყოთ 3 გუნდად, თითოეულში მოვათავსოთ ყველის გულსართი, შევკრათ და თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელოთ. ხაჭაპურს წავუსვათ კვერცხი და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ, სანამ დაიბრაწება.
ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)