კომბოსტოს სალათა ალუჩით
კომბოსტოს სალათა ალუჩით
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ვაშლის ძმარი - 4 ს.კ.
  • ალუჩა - 10-15
  • კომბოსტო - 200 გ
  • სალათის ფოთოლი - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კომბოსტო ძალიან თხლად ავკეპოთ, დავამატოთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფოთლები და წვრილად დაჭრილი ქინძი. ალუჩის ნაყოფი მოვაჭრათ კურკას და დავაყაროტ სალათას. ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი ავთქვიფოთ და მოვასხათ ბოსტნეულს.

რჩევა

ამ სალათაში შეგვიძლა გამოვიყენოთ ნებისმიერი სახეობის კომბოსტო. შეგვიძლია ასევე შევურიოთ დაჭრილი ბოლოკიც.


ტეგები:
კომბოსტო სალათი ბოსტნეული ნანახია: 8588