მომზადების წესი:რძე და წყალი გავათბოთ, შემდეგ ჩავაგდოთ კარაქის ნაჭერი და ჩავადნოთ. დავუმატოთ კვერცხი, შაქარი და კარგად გავხსნათ. ბოლოს საფუარი დავუმატოთ. დავდგათ ეს თბილი მასა 20-30 წუთით და აფუება ვაცალოთ. თავდაპირველად დავაცრათ ორი ჭიქა ფქვილი. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნელ-ნელა ვუმატოთ. შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლებიც დაგვჭირდეს.მთავარია ცომის კონსისტენცია: ის უნდა იყოს რბილი, ნაზი. ხელებზე ცოტა მოგვეწებება, მაგრამ ფქვილს ნუ დავუმატებთ, უბრალოდ კარგად ჩავზილოთ. დავდგათ გასაფუებლად, სანამ გაორმაგდება.აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან დაფაზე, გავაბრტყელოთ დაახლოებით 1-1.5 სმ-ზე და გამოვჭრათ რგოლები, თუ სპეციალური საჭრელები არ გვაქვს, სხვადასხვა ზომის ჭიქები გამოვიყენოთ. გამოჭრილი ფორმები გავაცალკევოთ და დავტოვოთ დაფაზევე 20 წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს.ტაფაზე დავასხათ ზეთი (სასურველია დონატებს შუამდე მაინც სწვდებოდეს ცხობისას), როცა გაცხელდება, ფრთხილად ჩავალაგოთ ცომი და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დავბრაწოთ ორივე მხრიდან. სასურველია, თავზე გამდნარი შოკოლადი მოვასხათ ან შაქრის პუდრი მოვაყაროთ. ( გავითვალისწინოთ, რომ მინანქრის ან პუდრის გარეშე დონატები საკმარისად ტკბილი არ არის).