მომზადების წესი:ფქვილში ავზილოთ დარბილებული კარაქი, მარილი და შაქარი. ცომი კარგად ვზილოთ, სანამ ერთგვაროვანი გახდება, შემდეგ ცელოფანში გავახვიოთ და მაცივარში შევდოთ.ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, დავყოთ 10-12 პატარა გუნდად და თითოეული ტარტალეტის ფორმაში მოვათავსოთ. გუნდა ხელით გავასწოროთ ფორმის ძირსა კედლებზე. ვეცადოთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს.ტარტალეტები დაახლოებით 20-25 წუთის მანძილზე ვაცხოთ, შემდეგ გამოვიღოთ და შევაგრილოთ.ეს გემრიელი საუზმეული სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.ასევე, თავისუფლად შეგვიძლია მარხვისას მოვამზადოთ.სოკო, ხახვი და კამა წვრილად დავჭრათ. რამდენიმე ღერი გადავინახოთ მოსართავად.გაცხელებულ ტაფაზე დავყაროთ სოკო და დავახუროთ სახურავი. ცოტა ხანში, როცა სოკო წვენს გაუშვებს, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ამოვურიოთ. წვენი რომ დაშრება, დავასხათ ზეთი დ მოვშუშოთ. დავუმატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა.ტარტალეტებში მოვათავსოთ სოკოს გულსართი, ზემოდან კი კამის ფოთლები და დაჭრილი ტკბილი წიწაკა მოვაყაროთ.ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)