ყველისა და ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი
ყველისა და ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი
დრო 2წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რჩევა:
ღვეზლის გულსართად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორი, ძეხვი, ტკბილი წიწაკა, ბროკოლი და ა.შ.

ინგრედიენტები

  • დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 1/2 ქილა
  • ისპანახი - 150 გ
  • გახეხილი ყველი - 300 გ
  • გულსართისთვის:
  • ფქვილი - 500 გ
  • საფუარი - 10 გ
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • გამდნარი კარაქი - 50 გ
  • ცომი:
  • თბილი რძე - 250 მლ
  • კვერცხის გული - ზემოდან წასასმელად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თასში ჩავასხათ თბილი რძე, ჩავყაროთ საფუარი და მოვურიოთ. დავუმატოთ კარაქი, გაცრილი ფქვილი, კვერცხი, მარილი და მოვზილოთ ცომი. თასს ტილო გადავაფაროთ და 1 საათით თბილ ადგილას დავდგათ ამოსაფუებლად. აფუებული ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ. დაკონსერვებული პამიდორი ბლენდერში დავაქუცმაცოთ და თხლად წავუსვათ ცომს. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ისპანახი. ცომი რულეტივით გადავახვიოთ და ბოლოები შევუკრათ ისე, რომ მივიღოთ წრე. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და სიმეტრიულად ჩავჭრათ. შემდეგ ჩაჭრილი ნაწილები სათითაოდ გადავაბრუნოთ მარჯვენა მხარეს.
ღვეზელი შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 170 გრადუსამდე და ვაცხოთ სანამ დაიბრაწება, საერთო ჯამში, 40-45 წუთის განმავლობაში.

ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)
ტეგები:
ღვეზელი ისპანახი ყველი ნანახია: 13790