ხაჭოს დესერტი კარამელის სოუსით ცხობის გარეშე
ხაჭოს დესერტი კარამელის სოუსით ცხობის გარეშე
დრო 5წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რჩევა
ამ დესერტის მოსამზადებლად აჯობებს, რომ ხაჭო საცერზე გავატაროთ, რათა ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა მივიღოთ. კარამელის ნაცვლად სხვა სასურველი სოუსი შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 750 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 300 გ
  • ცივი წყალი - 70 მლ
  • ჟელატინი - 30 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი - გალეტი, 250 გ
  • თხილი - 50 გ
  • კარაქი - 160 გ
  • კარამელის სოუსი
  • შაქარი - 3 ს/კ
  • წყალი - 1-2 ს/კ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1/3 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თხილი მოვხალოთ, კანი გავაცალოთ და დავფქვათ. გალეტი დავფხვნათ და შევურიოთ თხილი. დავასხათ დამდნარი კარაქი და ხელით ავზილოთ. ფხვიერი მასა 22 სმ დიამეტრის ფორმაში ხელით ჩავტკეპნოთ ისე, რომ გვერდებიც გავუკეთოთ. შევდგათ მაცივარში 20 წუთით. ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ 30 წუთით. ხაჭოს შევურიოთ შესქელებული რძე. ჟელატინი გავადნოთ ქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში (არ უნდა ადუღდეს!), შევურიოთ ცოტაოდენი ხაჭოს მასა, კარგად გავხსნათ და დავუმატოთ დანარჩენ ხაჭოს.
ხაჭოს მასა მოვათავსოთ მომზადებულ ფორმაში და შევდგათ მაცივარში 3-4 საათით. ტაფაზე გავადნოთ შაქარი წყალთან ერთად, როცა შესქელდება, მოვასხათ დესერტს.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ხაჭო დესერტი კარამელი ნანახია: 4234