დრო
2წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ფქვილი - 3 ს/კ
- წყალი - 500 მლ
- ზეთი - 300 მლ
- მარილი - 1 ჩ/კ
- შაქარი - 0,5 ჩ/კ
- მდოგვი - 2 ს/კ
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი - 3 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ფქვილი და წყალი კარგად ათქვიფეთ, რომ არ დარჩეს კორკოშელები და გააჩერეთ 2 საათი, რათა მასა გაფუვდეს.
2 საათის შემდეგ დადგით ფქვილის მასა ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. გადმოდგით გაზიდან და გააცივეთ.
შემდეგ წვრილი ნაკადით ჩაუშვით ზეთი, თან ბლენდერით ან ხელის ზამბარით შეუჩერებლად ურიეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ მარილი, შაქარი, მდოგვი, სუნელები (სურვილსამებრ) და თქვიფეთ კიდევ 5-7 წუთი.
ბოლოს დაუმატეთ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.