ხაჭოს კექსი ГОСТ-ის მიხედვით
ხაჭოს კექსი ГОСТ-ის მიხედვით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კრემისებური ხაჭო - 130 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • დარბილებული კარაქი - 75 გ
  • შაქარი - 165 გ
  • ქიშმიში - 1 მუჭა
  • ზეთი - ფორმაზე წასასმელად
  • კვერცხი - 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კარაქი გაქენით შაქართან ერთად, ათქვიფეთ ხელის ზამბარით.

დაუმატეთ ხაჭო (თუ ჩვეულებრივი ხაჭო გაქვთ, გაატარეთ საცერში). გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ კვერცხი და კვლავ კარგად აურიეთ.

დაუმატეთ გაცრილი და გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ქიშმიშს დაასხით ადუღებულ წყალი და დააცადეთ, რომ გაფუვდეს. გადაუღვარეთ წყალი და დაუმატეთ ცომს.

კექსის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდეი, წაუსვით ზეთი და ჩაასხით ცომი.

აცხვეთ 170 გრადისზე 60-70 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

ზემოდან მოასხით სასურველი მინანქარი (შოკოლადის ან თეთრი).

ტეგები:
ხაჭო კექსი ქიშმიში ნანახია: 8790