მომზადების წესი:1. თავდაპირველად ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები. სიმინდის ფქვილი აუცილებელია, რადგან სწორედ ის ანიჭებს კერძს განსაკუთრებულ გემოს. 2. კარგად აურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ კვერცხი და ნელ-ნელა ჩაასხით რძე. ცომი უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ სქელი, არეგულირეთ კონსისტენცია რძით ან ფქვილით.3. წამოაცვით სოსისები ხის შპარჟებზე, ჯერ ფქვილში ამოავლეთ, რომ სოსისებმა ცომი კარგად დაიჭიროს.4. ახლა ერთი ეშმაკობა: ცომი უნდა ჩაასხათ მაქსიმალურად ვიწრო და მაღალ ჭურჭელში. გამოდგება კოქტეილის ჭიქები ან პატარა ყვავილების ვაზა. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ თავისუფლათ ჩადოთ ცომში სოსისი და ზედმეტი ცომი არ აიღოს თითოეულმა. დაასხით ტაფას ბლომად ზეთი (დაახლოებით 2 სმ სიმაღლეზე რომ ამოვიდეს) და კარგად გაახურეთ. შემდეგ ჩადეთ სოსისი მთლიანად ცომში და ფრთხილად ამოიღეთ, თან ატრიალეთ ხის ჩხირი. 5. ჩადეთ სოსისი ზეთიან ტაფაში (აჯობებს შეწვათ სათითაოდ) და აქ კიდევ ერთი ეშმაკობა უნდა გამოიყენოთ: იმისათვის, რომ ცომის კლიარი თანაბარი და მომრგვალებული გამოვიდეს, სოსისი ზეთში სულ ატრიალეთ, განსაკუთრებით პირველ წუთებში. 6. კლიარი უნდა გაოქროსფრდეს. როგორც ყველა ბევრ ზეთში შემწვარ კერძს, კორნ დოგსაც დაჭირდება ქაღალდის ხელსახოცით შემშრალება.7. სუფრასთან მიიტანეთ კეტჩუპითა და მდოგვით, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სხვა ცხარე სოუსთენ ერთად.