საქონლის ხორცის სალათა ბრინჯითა და პარმეზანით
საქონლის ხორცის სალათა ბრინჯითა და პარმეზანით
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის მჭლე ხორცი - 500 გ
  • ბრინჯი - 200 გ
  • წითელი წიწაკა, დაღერღილი
  • ოხრახუში
  • მარილი
  • პარმეზანი - 200 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშული ხორცი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავასხათ მდუღარე წყალი, ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და ვხარშოთ სანამ წყალს დაიშრობს. შევაზავოთ მარილით და წიწაკით. შევურიოთ მოხარშული ხორცი და დავახეხოთ პარმეზანი. მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)