ფენოვანი ცომი 10 წუთში!
ფენოვანი ცომი 10 წუთში!
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • დარბილებული კარაქი ან მარგარინი - 200 გ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • არაჟანი ან კეფირი - ან მაწონი, 100 მლ
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ფქვილში ხელით კარგად ასრისეთ დარბილებული მარგარინი ან კარაქი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი (კეფირი ან მაწონი). მოზილეთ ცომი. თუ ცომი წებოვანია, დაუმატეთ ფქვილი. მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. ცომი მზად არის. მისგან შეგიძლიათ გამოაცხოთ ორცხობილები ღვეზელები, ხაჭაპური და სხვა...

რაც უფრო თხლად გააბრტყელებთ მიღებულ ფენოვან ცომს, მით ნაკლები ფენებით გამოვა.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან გამოდის 4 ფირფიტა.