ქათმის კატლეტი ნადუღის გულსართით
ქათმის კატლეტი ნადუღის გულსართით
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ნადუღი - 4 ს/კ
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - წვრილად დაჭრილი, 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • საფანელი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქათმის ფილეები 6 თხელ ფენად დავჭრათ და დავბეგვოთ. ნადუღში ავურიოთ მარილი, პილპილი და ტკბილი წიწაკა.
ქათმის ფილეში გავახვიოთ ნადუღის პატარა გუნდა, შევკრათ ხის ჩხირებით, ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს – საფანელში.
კატლეტები შევწვათ ბლომად ზეთში, შემდეგ კი გამოვაცალოთ ხის ჩხირები და ისე გავიტანოთ სუფრაზე სასურველ გარნირთან ერთად.

ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)
ტეგები:
ქათამი კატლეტი ნადუღი ნანახია: 2910