მომზადების წესი:ქვაბში ჩავასხათ წყალი და გავუწყოთ მარილი. კობრი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და ჩავაწყოთ მომზადებულ ხსნარში. ასე გავაჩეროთ 1 საათი, შემდეგ გადავწუროთ, ქვაბში თავიდან ჩავასხათ წყალი და როცა ადუღდება, ჩავუმატოთ მარილი. ადუღებულ მარილიან წყალში ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები და თავდახურული მოვხარშოთ. თევზი ძალიან მალე იხარშება, დაახლოებით 5-10 წუთში მზად არის, ამიტომ გავსინჯოთ და თუ მოხარშული იქნება, ლანგარზე ამოვიღოთ.ნიგოზი დავფქვათ, დავუმატოთ ნიორი, ხახვი, ქინძი, მარილი, წიწაკა, ძმარი და ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ 1-2 ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად. შემდეგ კიდევ დავუმატოთ წყალი, სანამ სასურველ კონსისტენციას მივიღებთ.თევზი ნიგვზის საწებელთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)