დრო
40წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ზეთი - 1 ს.კ
- ხახვი - 2 თავი
- სოკო - 150 გ
- მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
- ქათმის ხორცი - 400 გ, მოხარშული
- უშაქრო ბლინი - 30 ცალი
- მარილი და პილპილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ 1 ს.კ. ზეთში სოკოსთან ერთად. მოშუშული მასა დავუმატოთ ქათმის ხორცს და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევანელოთ მარილით, პილპილით და შევურიოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. თითოეულ ბლინში მოვათავსოთ ფარში, გადავახვიოთ და შევწვათ ზეთში.