ყველაზე მადისაღმძვრელი ტორტი
ყველაზე მადისაღმძვრელი ტორტი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • რძე - 2 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • კაკაო - 6 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 4 ჩ/კ
  • კრემი:
  • რძე - 2 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ერთმანეთში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, შაქრი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მშრალ ინგრედიენტებს დაასხით თბილი რძე და აურიეთ, დიდხანს არ თქვიფოთ. გადაასხით ცომი გამოსაცხობ ფორმაში და აცხვეთ 40 წუთი 180 გრადუსზე.
კრემის მოსამზადებლად აადუღეთ რძე. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი. მიღებულ მასას დაასხით რძე და დადგით ცეცხლზე.
ისე რომ, არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ კრემი ადუღებამდე და გასქელებამდე. გამომცხვარი და გაცივებული შოკოლადის ბისკვიტი გაყავით 2 ან 3 ნაწილად (როგორ მისი სიმაღლე მოგცემთ ამის საშუალებას), წაუსვით თბილი კრემი. მორთეთ ტორტი თქვენი გემოვნებით.

ტეგები:
ტორტი კრემი ბისკვიტი ნანახია: 9348