რბილი და ძალიან გემრიელი ნუგა ნუშით და გარგრის ჩირით
რბილი და ძალიან გემრიელი ნუგა ნუშით და გარგრის ჩირით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თაფლი - 3/4 ჭიქა
  • კვერცხის ცილა - 2 ცალი
  • ნუში - 1 ჭიქა
  • გარგრის ჩირი - 1/2 ჭიქა
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოამზადეთ ღრმა ღუმელის ფირფიტა, დააფინეთ მას პერგამენტის ქაღალდი.

თაფლი გადაიტანეთ თერმოგამძლე ჭურჭელში და დადგით წყლის აბაზანაზე. აცადეთ თაფლს, რომ კარგად გადნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ათქვიფეთ ცილა ბეზეს კონსისტენციამდე. შეურიეთ ცილა თბილ თაფლს ხის კოვზით, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღებთ წელვად კარამელისფერ მასას. ურიეთ გასქელებამდე და გაღიავებამდე (დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში).

შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ნუში, კურაგა და ლიმონის ცედრა. ამ ხნის განმავლობაში ჯამი ჯერ კიდევ წყლის აბაზანაზე უნდა გედგათ. ურიეთ იქამდე, სანამ მასა სრულიად არ გათეთრდება. მორევა ბოლოსკენ გაგიჭირდებათ, რადგან მასა საკმაოდ გასქელდება.

გადაიტანეთ ნუგა გამოსაცხობ ფორმაში, გადააფარეთ ზემოდან გამოსაცხობი ქაღალდი და გააჩერეთ ტკბილეული მშრალ ადგილას, რამდენიმე საათით (აჯობებს, მთელი ღამით). ამ ხნის განმავლობაში ნუგა გამკვრივდება და შეგიძლიათ დაჭრათ სასურველ ფორმებად ძალიან ბასრი დანით. შაფუთეთ ნუგა პერგამენტის ქაღალდში და შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.

ტეგები:
ნუში თაფლი ნუგა ნანახია: 12996