ყველაზე ჰაეროვანი და ფაფუკი ცომი ფუნთუშებისთვის
ყველაზე ჰაეროვანი და ფაფუკი ცომი ფუნთუშებისთვის
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაწონი ან კეფირი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 0,5 ჭიქა
  • საფუარი - 1 შეკვრა (11 გ)
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესები

მომზადების წესი:

კეფირი შეურიეთ ზეთს და ცოტათი შეათბეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი. ფქვილში აურიეთ საფუარი და თანდათანობით ჩაასხით კეფირის მასა. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.

სანამ ცომი აფუვდება, შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი (ნებისმიერი, მარილიანი გსურთ, თუ ტკბილი).

ღუმელის ფირფიტას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, მიეცით ცომი გაყავით სასურველ ნაწილებად, მიეცით ღვეზელის ფორმები და დაალაგეთ პერგამენტაფენილ ფირფიტაზე.

სანამ ღუმელი გახურდება, გააჩერეთ ცომი 10 წუთი. შემდეგ გადაუსვით ფუნთუშებს კვერცხი და შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში იქამდე, სანამ ფუნთუშები არ დაიბრაწება..

ამ ცომით შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ: პიცა, ღვეზელბი, ფუნთუშები (შეგიძლიათ ცომში დაუმატოთ ვანილი, ცოტა მეტი შაქარი და სულ ცოტა გამდნარი კარაქი ან მარგარინი).

ცომი ყოველთვის შესანიშნავი გამოდის.

 

ტეგები:
ცომი პიცა ფუნთუშები ღვეზელები ნანახია: 66254