მომზადების წესი:ატრია მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით.წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და მსხვილად დავჭრათ. პამიდორს გავაცალოთ კანი. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მწვანილი და ნიორი – წვრილად. სოიის სოუსი, ძმარი და შაქარი ავურიოთ. სეზამის მარცვლები მსუბუქად მოვხალოთ ტაფაზე.ზეთში მოვშუშოთ ხახვი, სანამ გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა. როცა დარბილდება, შევურიოთ პამიდორი და ვშუშოთ რამდენიმე წუთი.ჯანჯაფილს დავუმატოთ ცოტაოდენი ძმარი, ცხარე წითელი წიწაკა და შევურიოთ ბოსტნეულს, 1-2 წუთში სოიის სოუსის ნარევიც დავასხათ. მზა ბოსტნეულს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ქინძი, სურვილისამებრ მარილიც მოვაყაროთ.ატრია ამოვიღოთ თეფშზე, ზედ მოვათავსოთ მოშუშული ბოსტნეული და მოვაყა¬როთ სეზამის მარცვლები.ეს კერძი, როგორც წესი, მოცხარო-მოტკბო გემოთი გამოირჩევა, თუმცა, ჯობს გემოვნებით განვსაზღვროთ ეს ინგრედიენტები და საკუთარ გემოვნებას მოვარგოთ.ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)