მომზადების წესი:გაცერით ფქვილი ღრმა ჯამში, დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი, ოთახის ტემპერატურის რძე, ზეთი და 20 გ დარბილებული კარაქი. Yველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თუ საჭირო იქნება, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი (დაახლოებით 50 მლ). გადააფარეთ ჩაის ტილო ჯამს და გააჩერეთ ცომი 30-40 წუთი. შემდეგ გაყავით ცომი 5 გუნდად – ისინი ან მაშინვე უნდა გამოაცხოთ, ან შეინახოთ მაცივარში.გულსართისთვის, გახეხეთ მსხვილად ყველი (სულგუნი და იმერული), შეურიეთ კვერცხი და დაუმატეთ 20 გ კარაქი – თუ ყველი ცხიმიანია, კარაქს ნუღარ დაუმატებთ.ჩომი გააბრტყელეთ 5 მმ სისქის წრედ. ყველანაირი მწვანილი, მწვანე ხახვიც დაჭერით წვრილად და აურიეთ ერთმანეთში, სურვილსამებრ, მოაყარეთ ცოტა მარილი. ცომის შუაგულში მოათავსეთ გახეხილი ყველი (თითოეულ გაბრტყელებულ წრეზე დაახლოებით 150 გ გახეხილი ყველისა და კვერცხის ნარევი და 20 გ მწვანილეული. შეაერთეთ ცომის კიდეები, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და კვლავ გააბრტყელეთ ხაჭაპური 8-10 მმ სისქის და ღუმელის ფირფიტის დიამეტრის ზომაზე.ჩაჩხვლიტეთ ალაგ-ალაგ ცომი ჩანგლით, რათა გამოუშვათ ჰაერი, წაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და შედგით ხაჭაპური მაქსიმალურ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. გამომცხვარ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს წაუსვით ზემოდან კარაქი.