ბლინი
ბლინი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
ბლინების მომზადება რამდენადაც მარტივია, ამდენად გააჩნია სირთულეებიც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი მომზადება დეტალურად წარმოგვედგინა.

ინგრედიენტები

  • რძე - 500 გ
  • ფქვილი - 250-300 გ
  • კვერცხი - 3
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • ზეთი - 3 ს.კ
  • ზეთი - ტაფისთვის
  • შაქარი - გემოვნებით
  • კარაქი - 3 ს.კ
მომზადების წესები
კვერცხი და მარილი გავთქვიფოთ (თუ ვამზადებთ ტკბილ ბლინებს, დავუმატოთ 4-5 ს.კ. შაქარიც.), დავამატოთ რძე, ფქვილი და ზეთი. უნდა მივიღოთ თხევადი ცომი.

ტაფა ძალიან კარგად გავახუროთ, წავუსვათ ზეთი და რამდენიმე წამში გახურებულ ტაფაზე პატარა საწვნით დავასხათ ცომი, ხელით გადავანაწილოთ ტაფაზე. ცომი თხლად უნდა გადაეკრას ზედაპირს. როდესაც გვერდები ოდნავ გაუმუქდება თხელიდანით ფრთხილად მოვაცალოთ გვერდები, ცენტრში რომ შეშრება, ბლინი განიერპირიანი დანის დახმარებით მოვაშოროთ ტაფას და სწრაფად გადმოვატრიალოთ. მეორე მხარეც გამოვაცხოთ და გადმოვიღოთ ხის დაფაზე, ზემოდან კი წავუსვათ კარაქი. იმისათვის, რომ ტაფამ არ მიიკრას, კარგად გავახუროთ და 3-4 ბლინის გამოცხობის შემდეგ წავუსვათ ზეთი.

რჩევა

თუ გვსურს, რომ გამომცხვარი ბლინები შევწვათ, მხოლოდ ერთ მახრეს გამოვაცხოთ ისე, რომ ზედაპირი კარგად შეიკრას.







ტეგები:
ცომეული ბლინი ნანახია: 43348