საქონლის ხორცი სტაფილოთი და სანელებლებით
საქონლის ხორცი სტაფილოთი და სანელებლებით
დრო 3წთ
ულუფა 4
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
  • სტაფილო - 2-3 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • პრასი - 1 თავი
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1 ჩ/კ
  • დარიჩინი - 1 ჩ/კ
  • ანისულის ვარსკვლავი - დაფქული, 0,5 ჩ/კ
  • დაფქული მიხაკი - 1/3 ჩ/კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დაფქული, 0,5 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი, ლიმონის წვენი და 2 საათით მაცივარში გავაჩეროთ, შემდეგ შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე.

ტაფიდან ამოვიღოთ ხორცის ნაჭრები, ჩავუმატოთ დაჭრილი ხახვი, პრასი, ნიორი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ. თუ ცხიმი დააკლდა – დავუმატოთ.

დარბილებულ ბოსტნეულს დავუმატოთ მსხვილ, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო და 2-3 წუთი ვშუშოთ.

3-4 წუთში დავასხათ 2 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატპასტა, თავშავა და დაფქული სანელებლები, წამოდუღებისთანავე ჩავუმატოთ დაჭრილი ხორცი და თავდახურული დაახლოებით 1 საათი ვშუშოთ, სანამ მომზადდება. კერძის მომზადება ხორცზეა დამოკიდებული. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

ჟურნალი "გემრიელი" (მარტის ნომერი)
ტეგები:
ხორცი სანელებლები ბოსტნეული ნანახია: 6395