ხაჭოს ტორტი-სუფლე კენკრით
ხაჭოს ტორტი-სუფლე კენკრით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოცვი - 200 გ
  • ჟელატინი - 10 გ
  • ნაღები - მაღალპროცენტიანი, 500 მლ
  • ხაჭო - 6-9 %-ანი, 250 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ/კ
  • ფქვილი - 80 გ
  • შაქარი - 250 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მოცხარი - 150 გ
  • შაქრის პუდრა - ვანილით, 40 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ბისკვიტი: კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გაითვალისწინეთ გულისთვის უფრო დიდი ჯამი დაგჭირდებათ, ვიდრე ცილისთვის. მასში ავურევთ ცომის ძირითად ინგრედიენტებს. ცილა შეინახეთ მაცივარში.

2. კვერცხის გულს დაუმატეთ 4 ს/კ თბილი წყალი. ათქვიფეთ მიქსერით გათეთრებამდე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ შაქრის ნახევარი და გააგრძელეთ თქვეფა.

3. გამოიღეთ ცილა მაცივრიდან. დაუმატეთ მწიკვი მარილი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ცილა, თანდათანობით მოუმატეთ მიქსერის სიჩქარეს. ჯერ ამოიყვანეთ შაქრის გარეშე, შემდეგ დაუმატეთ ნელ-ნელა დარჩენილი შაქარი. თქვიფეთ შაქრის სრულ გადნობამდე. აუცილებელია ბეზე კარგად ამოიყვანოთ, რათა ბისკვიტი კარგი გამოვიდეს.

4. გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის გულის მასას ნელი სიჩქარით. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და ყვალფერი კარგად აურიეთ. აქ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და ჩქარა, რათა ცილამ და გულმა არ დაკარგონ ჰაეროვნება. გადაიტანეთ მიღებული ცომი მრგვალ ტორტის პერგამენტჩაფენილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

5. ამ დროის განმავლობაში ნუ გამოაღებთ ღუმელის კარს. ტორტის მზაობა შეამოწმეთ შემდეგი წესით: ორნავ დააწექით თითით ტორტის ზედაპირს, თუ ჩაღრმავება დარჩა, ესეიგი, ჯერ კიდევ არ გამომცხვარა ბისკვიტი, თუ ის მაშინვე ამოიწევს – ბისკვიტი მზად არის. გამორთეთ ღუმელი და გააჩერეთ იქვე 5 წუთი. შემდეგ გამოიღეთ და ბოლომდე გააცივეთ.

6. მზა ბისკვიტი შეგიძლიათ დანამოთ 3 ს/კ შაქრის, ნახევარი ჭიქა წყლისგან მომზადებული სიროფისგან. აადუღეთ მასა შაქრის ბოლომდე გადმობამდე, შემდეგ გააცივეთ, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დანამეთ შუაზე გაჭრილი ბისკვიტის ორივე ნაწილი.

7. მოამზადეთ კრემი: ხაჭო ათქვიფეთ 2 ს/კ შაქრის პუდრასთან ერთად (კრემი არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი, რათა კარგად შევიგრძნოთ კენკრის არომატიც), გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გაატარეთ საცერში.

8. ათქვიფეთ ნაღები მაღალ ჯამში.

9. მოამზადეთ ჟელატინი. ნახევარ შეკვრა ჟელატინს დაასხით 2 ს/კ ცივი გაცივებული ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გააგრილეთ იქამდე, რომ ძალიან არ შეიკრას.

10. ათქვეფილ ნაღებს შეურიეთ მიქსერით ხაჭოს მასა და გაგრილებული ჟელატინი.

11. ამის შემდეგ ჩაყარეთ კრემში კენკრა დ ახის კოვზით ამოურიეთ. კენკრა წინასწარ გარეცხილი და გამშრალი უნდა გქონდეთ.

12. ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით სქლად კრემი, დაადეთ მეორე ბისკვიტი და შედგით გასაცივებლად მაცივარში რამდენიმე საათით.

13. მზა ტორტი გამოიღეთ და მორთეთ დარჩენილი ათქვეფილი ნაღებით და კენკრით.

ტეგები:
ტორტი ხაჭო კენკრა ნაღები სუფლე ნანახია: 5420