კარტოფილი პაპრიკით
კარტოფილი პაპრიკით
დრო 25წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ჩ,კ
  • პაპრიკა - 1 ს.კ
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ზეთი შესაწვავად
  • ტყემალი ან სხვა საწებელი
მომზადების წესები
კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ და გავაშროთ. დავჭრათ მოგრძო მსხვილ ნაჭრებად.

მოზრდილი ტაფა კარგად გავახუროთ, დავასხათ ზეთი და ზედ დავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, რამდენიმეჯერ ამოვურიოთ და დავახუროთ სახურავი. კარტოფილს ხშირად ვურიოთ. 6-7 წუთში ცეცხლს ჩავუწიოთ, კარტოფილს დავაყაროთ წითელი წიწაკისა და პაპრიკას ფხვნილი და ამოვურიოთ, კვლავ დავახუროთ სახურავი. როდესაც კარტოფილი ერთი მხრიდან კარგად შეიბრაწება, მოვახდოთ სახურავი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ბოლომდე. მზა კერძი ამოვიღოთ თეფშზე და სუფრასთან გატანის წინ მოვასხათ საწებელი.


ტეგები:
კარტოფილი წიწაკა პაპრიკა ნანახია: 21252