დღის რეცეპტი! ვაშლის ღვეზელი არაჟნის სუფლეთი
დღის რეცეპტი! ვაშლის ღვეზელი არაჟნის სუფლეთი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა იქნება თხელ ფხვიერ ცომზე მოთავსებული ვაშლის დიდი ნაჭრები სუფლეს მსგავს სოუსში... საოცრება!

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • ვაშლი - 4 ცალი
  • გულსართისთვის:
  • დარბილებული კარაქი - 300 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • ცომი:
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კარაქი აკეპეთ ფქვილში, დაუმატეთ შაქარი და კვერცხი. მოზილეთ ცომი, გააკეთეთ გუნდა, შეფუთეთ ცელოფანში და შედგით ნახევარი საათით მაცივარში.

ამასობაში გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები, გაჭერით ოთხ ნაწილად და თითოეული ნაჭერს დანით გაუკეთეთ ბადისებურ ჩანაჭრები.

მოამზადეთ სოუსი – ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ არაჯანი და კიდევ კარგად ათქვიფეთ.

ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ კარაქწასმულ და ფქვიმოყრილ მაღალკიდეებიან ფორმაში, მოაჭერით ზედმეტი გვერდები. დაალაგეთ ცომზე ვაშლის ნაჭრები და მოასხით არაჟნის სოუსი.
აცხვეთ 30-35 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.


ტეგები:
ღვეზელი ვაშლი არაჟანი მუსი ნანახია: 8491