იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს უგემრიელესი სააღდგომო წიწილები, საკმარისია, შუაზე გაჭრათ კვერცხი
იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს უგემრიელესი სააღდგომო წიწილები, საკმარისია, შუაზე გაჭრათ კვერცხი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ საყვარელი წიწილების მოსამზადებლად, დაგჭირდებათ მხოლოდ მოხარშული კვერცხი, სულ ცოტა დრო და ფანტასია. გპირდებით: ის არა მხოლოდ დაამშვენებს თქვენს სააღდგომო სუფრას, არამედ უგემრიელესიც იქნება!

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6 ცალი
  • მაიონეზი - 2 ს/კ
  • კიტრის მწნილის წვენი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • მდოგვი - 0,5 ჩ/კ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • შავი პილპილის მარცვლები - გასაფორმებლად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშეთ მაგრად კვერცხი, გააცივეთ და გაფცქვენით. მოაჭერით 1/3 კვერცხს ერთი მხრიდან. ეს წიწილის ქუდები იქნება. ფრთხილად გამოაცალეთ კვერცხს გული. მოათავსეთ კვერცხის გული ჯამში, დაუმატეთ მაიონეზი, კიტრის მწნილის წვენი, მარილი და პილპილი, მდოგვი, გაქენით ჩანგლით და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

საკონდიტრო ტომრის ან შპრიცის მეშვეობით ამოავსეთ კვერცხის გულის მასით კვერცხის ცილის დიდი ნაწილი. არ დაინანოთ გულსართი: ბუთხუზა წიწილები რომ გამოგივიდეთ! დაახურეთ შლაპები.

წიპლიპის მარცვლებით გაუკეთეთ წიწილებს თვალები. სტაფილოსგან გამოჭერით ფეხები და ნისკარტები...
მოათავსეთ წიწილები დაჭრილ სალათის ფურცლებზე და გააფორმეთ სუფრა.

ტეგები:
კვერცხი წიწილა ნანახია: 12952