დრო
30წთ
ულუფა
20
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ამის შემდეგ თხელ ლავაშს აღარ შეიძენთ. სულ რათაც 30 წუთში უგემრიელესი 20 ლავაშის ფირფიტა მზად გექნებათ.
ინგრედიენტები
- მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
- მარილი - 1 ჩ/კ
- შაქარი - 0,5 ჩ/კ
- ზეთი - 1 ს/კ
- თბილი წყალი - 1 ჭიქა
- ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:
მოზილეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან ელასტიკური ცომი, გაყავით 20-16 გუნდად (რაოდნობა დამოკიდებულია ტაფის დიამეტრიც სიდიდეზე). გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გააბრტყელეთ თხლად და ხელითაც გაწელეთ, რაც შეიძლება თხელი ფირფიტა რომ მიიღოთ.
შეწვით რამდენიმე წამი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან. გადმოიღეთ შემწვარი ლავაში წინასწარ გამზადებულ ზედირზე და მოაპკურეთ ჯერ კიდევ ცხელ ლავაშს წყალი, გადააფარეთ ცელოფანი. ასე გაიმეორეთ თითოეულ ლავაშზე. (წყლის მოპკურება აუცილებელია, რათა ლავაში არ გამოშრეს).