მომზადების წესი:მზა ფენოვანი ცომი ოდნავ გააბრტყელეთ. გაჭერით 4 ბრტყელ (დაახლოებით 8 სმ სიგანის) ზოლებად.გახეხეთ ყველი.კონსერვის მწვანე ლობიო ოდნავ მოხრაკეთ ზეთზე და მოაყარეთ მარილი. ცომის თითოეულ ზოლზე, სიგრძესე გაანაწილეთ გახეხილი ყველი, ზემოდან შუაზე გაჭრილი ზეთისხილი და მწვანე ლობიო. სურვილსამებრ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.დაახვიეთ ცომის ზოლები რულეტებად. ერთი მხარეს, კიდეზე წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, რათა დაიმაგროს ცომი.გამოსაცხობ 22 სმ დიამეტრიც ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი.დაალაგეთ რულეტები ფორმაზე შემდეგი წესით: დაიწყეთ ცენტრიდან სპირალის დახვევა, სანამ მთელ ფორმას არ შეავსებთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები ან ქუნჯუთი.აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 20 წუთი.თუ გულსართისთვის ზემოთ მოცემული ინგრედიენტები არ გაქვთ, არ იდარდოთ, - ჩადეთ ცომის გულში, რაც თქვენს გულს გაუხარდება. მაგალითად, ხორცის ფარშით უგემრიელესი ღვეზელი გამოდის. ასევე შეგიძლიათ გაუკეთოთ ტკბილი იგულსართი!