კექსი შესქელებული რძის მინანქრით
კექსი შესქელებული რძის მინანქრით
დრო 80წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გ
  • მაწონი - 1 ჭ
  • შავი ქლიავის ჯემი - 1 ჭ
  • შაქარი - 1 და 3/4 ჭ
  • კვერცხი - 4-5
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 2.5 - 3 ჭ
  • მინანქრისთვის
  • შესქელებული რძე - 4 ს.კ
  • შაქარი - 1 ს.კ
  • თხილი - 2-3 ს.კ
მომზადების წესები
დარბილებული კარაქი და 1 ჭიქა შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხის გულები, შავქლიავას ჯემი, მაწონში არეული სოდა და ფქვილი.

დანარჩენი შაქრისა და ცილისაგან გავთქვიფოთ კარგი ბეზე და შემდეგ შევურიოთ მომზადებულ ცომს. თუ შევატყვეთ, რომ ცომის კონსისტენცია ცოტა თხელია, შეგვიძლია კიდევ დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა.

ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრი ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

სანამ ნამცხვარი შეგრილდება, გავაკეთოთ მინანქარი: თხილი მოვხალოთ, შეძლებისდაგვარად გავაცალოთ ფერფლი და მსხვილად დავფქვათ. შაქარი დავყაროთ გახურებულ, სქელძირიან ტაფაზე, როცა გადნება, დავასხათ შესქელებული რძე და ვურიოთ.. როცა შესქელებული რძე ადუღდება და ნაპირებზე ოქროსფერს მიიღებს, დავაყაროთ თხილი და ამოვურიოთ. მინანქრის წვეთი ჩავაგდოთ ცივ წყალში და თუ ოდნავ შემაგრდა, მოვასხათ ნამცხვარს.



ტეგები:
ნამცხვარი ცომეული კექსი ჯემი ნანახია: 19864