მომზადების წესი:ხახვი და კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ნიორი დაჭერით წვრილად, კომბოსტოც – მაქსიმალურად წვრილად. მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა ქვაბში. დაჭერით ხორცი კუბიკებად, შეწვით ზეთში და გადაიტანეთ ბოსტნეულთან. წყალში ჩაყარეთ ნიორი, დაფნის ფოთოლი, მარილი და შაქარი, ჩაასხით ძმარი. ეს ნარევი დაასხით ხორცისა და ბოსტნეულის მასა, დაუმატეთ კარაქი. დადგით დაბალ ცეცხლზე და შუშეთ ერთი საათი. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.